საპროცენტო განაკვეთების ცვლილება 2012-2017 წლებში 

საპროცენტო განაკვეთები, ბლოგები 23-04-2018 11040

2012 დან 2017 წლამდე საპროცენტო განაკვეთები სესხებზე შემცირდა 6 პროცენტული პუნქტით 18.6%-დან 12.6%-მდე. (იხ. საპროცენტო განაკვეთები). იმისათვის რომ გავაანალიზოთ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება, საბაზრო განაკვეთების ნაცვლად, უნდა შევხედოთ სამართლიან საპროცენტო განაკვეთებს. სამართლიანი საპროცენტო განაკვეთი ყოველი კონკრეტული მომენტისათვის გამოითვლება ??? რომელიც როგორ წესი ახლოს არის საბაზრო განაკვეთთად. 


საპროცენტო განაკვეთის შემადგენელი კომპონენტების ანალიზიდან გამომდინარე მიღებული სამართლიანი საპროცენტო განაკვეთი 2012 წელს 21%-თან ახლოს იყო, ეს განაკვეთი განსხვადება თუმცა ახლოსა იმ პერიოდში არსებულ საბაზრო განაკვეთებთან.  სამართლიანი განაკვეთი 2017 წელს კი 13.1%-ს შეადგენდა, რომელიც ასევე ახლოს არის არსებულ საბაზრო განაკვეთთან.


როგორც ქვემოაღნიშნული  გრაფიკი აჩვნებეს, 2012 იდან 2017 წლამდემ სამართლიანი საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 7 პროცენტული პუნქტცით. 

წყარო: შიდა ანალიზი საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყდნობით 

ამ პერიოდში საპროცენტო განაკვეთის შემცირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკრედიტო რისკის (-2.7 პროცენტული პუნქტი), საოპერაციო ხარჯებისა (-2.1 პროცენტული პუნქტი) და ფონდირების ხარჯების შემცირებამ (-2.0 პროცენტული პუნქტი). ამავე პერიოდში, ბაზრის განვითარებასთან ერთად შემცირდა ასევე საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე დადებიტად მოქმედებდა ფიქსირებული აქტივების ხარჯის შემცირება (-0.9 პროცენტული პუნქტი), საპროცენტო განაკვეთის რისკის შემცირება (-0.5 პროცენტული პუნქტი) და კაპიტალის ხარჯის შემცირება (-0.5 პროცენტული პუნქტი). შემდეგ პარაგრაფში არის მოცემული აღნიშნული კომპონენტების უფრო დეტალური განმარტება.

  1. ფონდირების ხარჯი: იმისათვის რომ მოხდეს სესხის გაცემა, საჭიროა პირველ რიგში ბანკმა ფულადი რესურსი მოიზიდოს დეპოზიტის ან სესხის სახით რაც საპროცენტო ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამასთან, იმისათვის რომ დეპოზიტარებისათვის თანხების დაბრუნებას საფრთხე არ შეექმნას, ბანკს ყოველთვის უნდა ეჭიროს გარკვეული რაოდენობის ლიკვიდური სახსრები, რაც ასევე ბანკისათვის ხარჯს წარმოადგენს. 
  2. საოპერაციო ხარჯები: ისეთი ხარჯები როგორიცაა თანამშრომელთა ხელფასები, კომუნალური ხარჯები და სხვა ბანკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯები ასევე გაითვალისწინება საპროცენტო განაკვეთში
  3. საკრედიტო რისკის ფასი: სესხის გაცემისას ბანკი იღებს კლიენტის გადახდისუნარიანობის რისკს, რასაც საკრედიტო რისკი ეწოდება. შესაბამისად, მაღალი საკრედიტო რისკი მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ნისნავს და პირიქით.
  4. კაპიტალის ხარჯი: საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად ბანკმა უნდა დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული მოთხოვნები კაპიტალის მინიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით. ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია ინვესტორებისაგან კაპიტალის მოზიდვა, რაც ასევე ხარჯებთანაა დაკავშირებული რადგანაც ინვესტორები ამ რისკის სანაცვლოდ შესაბამის უკუგებას ითხოვენ. ქართული ბანკებისათვის კაპიტალის ხარჯი 15-20%-ის ფარგლებშია.
  5. საპროცენტო განაკვეთის რისკის ფასი: ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით სესხების გაცემისას, ბანკი საკუთარ თავზე იღებს მომავალში მოზიდულ რესურსებზე პროცენტის ცვლილების ხარჯებს. 
ჩვენ შესახებ
[email protected]
გაწევრიანდი