საპროცენტო განაკვეთები სესხებზე

საპროცენტო განაკვეთები 18-04-2018 1221

ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, საქართველოში საპროცენტო განაკვეთებს კლებადი ტენდენცია აქვს. 2012-დან 2017 წლამდე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 18.6%-დან 12.6% მდე შემცირდა. აქედან ადგილობრივ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირდა 4.9 პროცენტული პუნქტით (21.7%-დან 16.8%-მდე), ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 6.7 პროცენტული პუნქტით (14.6%-დან 7.9%-მდე). 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

იმისათვის, რომ უფრო სრულყოფილი სურათი შეიქმნას საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით, აუცილებელია გაანალიზდეს თუ     როგორ შეიცვალა საპროცენტო განაკვეთები სხვადასხვა ტიპის სესხებზე, რადგან შესაძლოა სხვადასხვა ტიპის სკრედიტო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთებს სხვადასხვა ტენდენცია ჰქონდეს. ამასთან თუ სასესხო პორტფელში გაიზარდა მაღალ/დაბალ პროცენტიანი პროდუქტის წილი, ჯამური საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება/შემცირდება იმ პირობებშიც კი, თუ საპროცენტო განაკვეთი რეალურად უცვლელი დარჩა. 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

    
ზემოთ მოცემულ გრაფიკებზე ჩანს, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენცია განპირობებულია როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლებით. ამასთან, შემცირების ტენდენცია უფრო გამოკვეთილი იყო უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე, (მიუეხედავად ლიბორის ზრდისა იხ ქვევით). მცირდება საპროცენტო განაკვეთების ლარში როგორც ფიზიკურ ასევე ბიზნეს სესხებზეც, თუმცა ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთების შედარებით ნაკლები შემცირებაა სახეზე. ეს გარკვეულწილად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით, ხოლო ნაწილობრივ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებით, რომელიც 2 პროცენტული პუნქტით 7.25%-მდე (იხ ქვემოთ). 

ბიზნესზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთების გაშლას სეგმენტებად უჩვენებს, რომ საპროცენტო განაკვეთებს შემცირების ტენდენცია აქვს როგორ კორპორატიულ ასევე

მცირე და საშუალო ბიზნეს (SME) სესხებზე. კერძოდ, კორპორატიულ სესხებზე 2017 წლის ბოლოს 
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი


საპროცენტო განაკვეთი 9.3% შეადგინა, მაშინ, როცა 2012 წლის ბოლოს მდგომარეობით 12.8% იყო. მცირე და საშუალო ბიზნეს (SME) სესხებზე კი საპროცენტო განაკვეთები 15.1%-დან 10.4%-მდე შემცირდა.


ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დეტალურ ჩაშლა აჩვენებს, რომ შემცირების ტენდენცია ყველაზე მეტად გამოკვეთილი იყო უცხოური ვალუტით

გაცემულ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე, რომლის ძირითადი ნაწილიც 
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი                                                      
* 2015-2016 წლისათვის მონაცემები შესწორებულია მონაცემების ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით


იპოთეკურ სესხებს წარმოადგენს. ამასთან ლარში გაცემული იმავე ტიპის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად შემცირდა 2013-14 წლებში ხოლო შემდგომ კვლავ გაიზარდა, რაც ნაწილობრივ ვალუტის გაუფასურების დროს ლარის საპროცენტო განაკვეთების ზრდას ხოლო ნაწილობრივ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებას უკავშირდება. 


სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები შედარებით სტაბილური იყო გრძელვადიან სამომხმარებლო სესხებზე, ხოლო მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში შემცირების ტენდენცია უფრო გამოკვეთილი იყო

ლიბორი და რეფინანსირების განაკვეთი 
სესხებზე საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი განაკვეთები, როგორიცაა ლიბორი  უცხოური ვალუტით სესხების შემთხვევაში და ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი ლარის სესხების შემთხვევაში. ქვეყნის გარედან მოზიდული რესურსი ხშირ შემთხვევაში სწორედ ლიბორზეა მიბმული და ამ რესურსის საპროცენტო ხარჯი ბანკებისათვის იცვლება ლიბორის ცვლილებასთან ერთად, ამასთან ქვეყნის შიგნით ლარის დეპოზიტებზე და სესხებზე საპროცენტო განაკვეთები


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, Reuters


დამოკიდებულია რეფინანსირების განაკვეთზე. 2012 წელთან შედარებით 2017 წლის ბოლოს გაზრდილია როგორც რეფინანსირების განაკვეთი (5.25%-დან 7.25%-მდე) ასევე ლიბორის განაკვეთი (0.3%-დან 1.7%-მდე), რაც თავისთავად აისახება ბანკების მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებში. 

საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე

სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ფორმირებაში მნიშვნელოვანი წილი უკავია დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთებს. 2012 წლიდან 2017 წლამდე დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთებს შემცირების ტენდენცია აქვს, რაც ძირითადად გამოწვეულია უცხოური ვალუტით დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებით. ამ ტიპის დეპოზიტებზე პროცენტების შემცირება ძირითადად განაპირობა დოლარის დეპოზიტებზე

სარეზერვო მოთხოვნების ზრდამ და ასევე მთავრობის და ეროვნული ბანკის ლარიზაციის 
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი


პროგრამამ, რის შედეგადაც შემცირდა ბანკების მხირდან უცხოური დეპოზიტების მოზიდვის საჭიროება. ასევე შემცირებულია ლარით დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები, თუმცა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ლარის განაკვეთები შედარებით უფრო სტაბილურია. 


ფიზიკური პირების დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების გაშლა ვალუტების და ტიპების მიხედვით უჩვენებს, რომ უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთებს უფრო გამოკვეთილი შემცირების ტენდენცია აქვს ლარით დეპოზიტებზე განაკვეთებთან შედარებით.  უცხოური ვალუტით ფიზიკური პირების დეპოზიტებზე განაკვეთი შემცირდა 5.2 პროცენტული პუნქტით, 8.9%-დან 3.7%-მდე. ამავე ტიპის ლარის დეპოზიტის განაკვეთმა იკლო 2.4 პროცენტული პუნქტით 13.2%-დან 10.8%-მდე. საპროცენტო განაკვეთებს სხვა ტიპის დეპოზიტებზე (როგორც ეროვნული ისე უცხოური ვალუტით) ვადიანი დეპოზიტების მსგავსი ტენდენცია აქვს. 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

იურიდიული პირების დეპოზიტების შემთხვევაშიც უცხოური ვალუტით დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთებზე შემცირების ტენდენციით ხასიათდება. ლარის დეპოზიტების შემთხვევაში განაკვეთები შედარებით უფრო სტაბილურია, ამ შემთხვევაში გამოკვეთილი ზრდის/შემცირების ტენდენცია არ შეინიშნება.


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი


წმინდა საპროცენტო მარჟა და სპრედი სესხების და დეპოზიტების პროცენტებს შორის

წმინდა საპროცენტო მარჟა წარმოადგენს საბანკო სექტორის წმინდა საპროცენტო შემოსავლების ფარდობას საპროცენტო შემოსავლის მქონე აქტივებთან. ეს მაჩვენებელი ასახავს განსხვავებას ბანკის საპროცენტო შემოსავლებსა და ხარჯებს შორის. 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

სესხებისა და დეპოზიტების განაკვეთებს შორის სხვაობა ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ბანკების წმინდა საპროცენტო შემოსავლების კუთხით. ორივე ზემოთაღნიშნულ მაჩვენებელს საქართველოს შემთხვევაში კლების ტენდენცია აქვს, 2017 წელს 2012 წელთან შედარებით წმინდა საპროცენტო მარჟა შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სპრედმა სესხებისა და დეპოზიტების განაკვეთებს შორის იკლო 1.3 პროცენტული პუნქტით. საპროცენტო მარჟების შემცირება ძირითადად განპირობებულია ბანკებს შორის კონკურენციით, რაც საპროცენტო განაკვეთებზე ახდენს ზეწოლას.

ჩვენ შესახებ
[email protected]
გაწევრიანდი