დეპოზიტები

დეპოზიტები 19-04-2018 469

2012 წლიდან 2017 წლამდე საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა 8.2 მლრდ. ლარიდან 20.9 მლრდ. ლარამდე გაიზარდა და 2017 წლისთვის მშპ-ს 54.9% შეადგინა. 2012-2017 წლებში დეპოზიტების საშუალო ზრდის ტემპმა. 2017 წელს დეპოზიტების ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 15.6% შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ 2015 და 2016 წლებში ლარის გაუფასურებასთან ერთად ლარის დეპოზიტების ზრდა ჩამორჩებოდა უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდას. 2017 წელს მთავრობის ლარიზაციის პროგრამის პარალელურად ლარის დეპოზიტებმა მკვეთრი ზრდა დაიწყო, ზრდას ასევე ხელი შეუწყო ლარის და უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთებს შორის სპრედის (განსხვავების) ზრდამ. 2017 წლის ბოლოსთვის ლარის დეპოზიტების ზრდამ შეადგინა 40,7% ხოლო უცხოური ვალუტით დეპოზიტების ზრდამ 6.1%, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით. 

წყარო: სებ
*გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით

შედეგად, 2017 წელს დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა 66%-მდე, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 6.5 პროცენტული პუნქტით დაბალია. დოლარიზაციის შემცირება აღინიშნებოდა როგორც იურიდიული პირების, ასევე ფიზიკური პირების დეპოზიტებზე, თუმცა შემცირების ტენდენცია უფრო გამოკვეთილი იყო ფიზიკური პირების დეპოზიტების შემთხვევაში. 

თუ სეგმენტების ჭრილში შევხედავთ დეპოზიტებს, 2017 წლის ბოლოსათვის ფიზიკური პირების დეპოზიტებზე მთლიანი დეპოზიტების დაახლ. 52% მოდიოდა, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტებმა მთლიანი დეპოზიტების 48% შეადგინა. 2016-2017 წლებში შედარებით უფრო მაღალი იყო ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდის ტემპი. 

დეპოზიტების კატეგორიებად გაყოფა გვიჩვენებს, რომ 2017 წლისათვის მოთხოვნამდე დეპოზიტებმა 12.1 მილიარდი ლარი შეადგინა (მთლიანი დეპოზიტების 58%), ხოლო ვადიანმა დეპოზიტებმა 8.8 მილიარდი ლარი. ამასთან, როგორც ქვემოთ გრაფიკებზეა მოცემული, მოთხოვნამდე დეპოზიტებში ჭარბობს იურიდიული პირების დეპოზიტები, ხოლო ვადიან დეპოზიტებში ფიზიკური პირების დეპოზიტები. 


ასევე აღსანიშნავია, რომ ვადიან დეპოზიტებში შედარებით უფრო მაღალია დოლარიზაციის მაჩვენებელი. 2017 წლის ბოლოსათვის ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაციამ 72.7% შეადგინა, ხოლო ეს მაჩვენებელი მოთხოვნამდე დეპოზიტებისათვის 61.2% შეადგენდა. 
ჩვენ შესახებ
[email protected]
გაწევრიანდი