დაკრედიტება

სესხები 18-04-2018 474

2012 წლიდან 2017 წლამდე საბანკო სექტორის მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 8.5 მლრდ. ლარიდან 21.9 მლრდ. ლარამდე გაიზარდა და 2017 წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 57.5% შეადგინა. 2012-2017 წლებში სესხების საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა 20.9% შეადგინა, იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის კი 15.3% და 26.9%, შესაბამისად.

საბანკო სექტორის მიერ დაკრედიტების მოცულობა საქართველოში შესადარისია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაკრედიტების მოცულობასთან.

საქართველოში იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების წილმა მთლიან სესხებში 45%, ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაცემული სესხების წილმა 5.8%, იპოთეკური სესხების წილმა 17.5%, ხოლო ფიზიკურ პირებზე სხვა სესხების წილმა  31.6% შეადგინა 2017 წლის ბოლოსათვის. თუ შევხედავთ მხოლოდ ბიზნეს სესხების ფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან, საქართველოში ეს მაჩვენებელი მაღალია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით, ხოლო ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს. 2017 წლის ბოლოს მდგომარეობით გაცემული სესხებიდან ბიზნეს სესხებზე1 11.1 მლრდ. ლარი მოდიოდა, ხოლო საცალო სესხებზე  10.8 მლრდ. ლარი.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესხების წილი მთლიან სესხებში შედარებით დაბალია ისეთ განვითრებულ ქვეყნებში, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, დანია, გერმანია და სხვა, რაც განპირობებულია ამ ქვეყნებში შედარებით უფრო განვითარებული ალტერნატიული დაფინანსების წყაროებით.



1ასევე მოიცავს ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაცემულ სესხებს.

ჩვენ შესახებ
[email protected]
გაწევრიანდი